სსიპ შოთა რუსთაველისსაქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
კვლევითი საგრანტო პროექტის პროგრამული ანგარიში
თავფურცელი / ზოგადი ინფორმაცია
|
1 |
საგრანტო ხელშეკრულება № |
FR-18-10092 |
|
2 |
საანგარიშო პერიოდი № |
პირველი |
|
3 |
ანგარიშის ტიპი · შუალედური · პირველადი/დაზუსტებული: |
შუალედური პირველადი |
|
4 |
ანგარიშის პერიოდულობა (ექვსთვიანი / წლიური / სხვ.) |
წლიური |
|
5 |
საგრანტო პროექტის სახელწოდება: |
საქართველოში კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების შეფასების მიზნით ეკოლოგიური ტრასერების გამოყენება |
|
6 |
კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა პროექტი: |
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი |
|
7 |
სამეცნიერო მიმართულება: ქვე-მიმართულება: (მიუთითეთ სიტყვიერად და კოდი კლასიფიკატორიდან): |
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; 1.5 დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი; 1.6 1.5.11 ოკეანოგრაფია, ჰიდროლოგია, წყლის რესურსები; |
|
8 |
გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაცია · ორგანიზაციის დასახელება: · სტატუსი (სსიპ, ააიპ, სხვ.): · საიდენტიფიკაციო კოდი: |
სსიპ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548 |
|
9 |
გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირი: (სახელი, გვარი, თანამდებობა ტელ. ელ. ფოსტა) |
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე ელ.ფოსტა: lasha.saghinadze@tsu.ge ტელეფონი 2 22 02 41 |
|
10 |
საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: (სახელი, გვარი, ტელ. ელ. ფოსტა) |
გიორგი მელიქაძე ტელეფონი: +995599508719 |
|
11 |
საგრანტო პროექტის ბუღალტერი: (სახელი, გვარი, ტელ. ელ. ფოსტა) |
თინათინ ქებულია |
|
12 |
თანამონაწილე ორგანიზაცია · ორგანიზაციის სახელი: · პასუხისმგებელი პირი: (სახელი, გვარი, პოზიცია, ტელ. ელ. ფოსტა) |
- |
|
13 |
თანადამფინანსებელი ორგანიზაცია · ორგანიზაციის სახელი: · პასუხისმგებელი პირი: (სახელი, გვარი, პოზიცია, ტელ. ელ. ფოსტა) |
- |
|
10 |
პროექტის ხანგრძლივობა (თვეების რაოდენობა): · პროექტის დაწყება (რიცხვი/თვე/წელი): · პროექტის დასრულება (რიცხვი/თვე/წელი): |
25.02.2019 24.02 2022 |
|
11 |
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: |
239670 |
|
12 |
ფონდიდან მიღებული გრანტის მთლიანი ოდენობა: (საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული) |
79890 |
|
13 |
საანგარიშო პერიოდისთვის ფონდიდან მიღებული გრანტიდანგაწეული ხარჯი: |
63904.60 |
|
14 |
ბიუჯეტის ნაშთი · ნაშთი გადარიცხული თანხიდან · ნაშთი დამტკიცებული ბიუჯეტიდან |
15985.40 |
- საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება
- საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულებულია ü
- საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია ნაწილობრივ/არ არის ☐ შესრულებული
შენიშვნა:იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები არ არის შესრულებული ან შესრულებულია ნაწილობრივ, ქვემოთ მითითებულ ველში უნდა შეივსოს შესაბამისი ინფორმაცია - კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულებლობისან ნაწილობრივ შესრულების მიზეზების და შესრულების ვადების შესახებ.
- პროექტის საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი შედეგების შესრულების ანგარიში
|
N |
პროექტის გეგმა-გრაფიკით დასახული შედეგი |
შედეგის ამსახველი თანდართული მასალა |
|
1 |
მონაცემთა ბაზა |
ამოცანათა შესრულების მიზნით შემუშავებული იქნება მონაცემთა უნიფიცირებული ბაზის ნიმუში CD ზე |
შენიშვნა: პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება შედეგების შესრულების ანგარიშის განხილვის საფუძველზე
- დამატებითი ინფორმაცია
4.1 საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოსა და მიღებული შედეგის მოკლე რეზიუმე (არაუმეტეს 800 სიტყვისა)
ამოცანა- წყლის სინჯების აღება სამონიტორინგის პუნქტებიდან
პროექტის მოქმედების პროცესში ორგანიზებული რეჟიმული დაკვირვებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებულ სადგურებზე. მიწისქვეშა წყლების წარმოშობის და მისი წყალბრუნვის შესაწვლის მიზნით დაკვირვებები ორგანიზებული იქნა როგორც ატმოსფერულ ნალექებზე, ასევე ზედაპირულ წყლებზე, არაღრმა მიწისქვეშა წყლებსა და ღრმა მიწისქვეშა წყლებზე.
ატმოსფერულ ნალექებზე დაკვირვებების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჰიდრომეტეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად ხდებოდა სტაბილური იზოტოპების სინჯების აღება მათ მეტეო ქსელზე და ჩვენთვის მოწოდება ანალიზისთვის. ასევე, სისტემატიურად გადმოგვეცემოდა იგივე სადგურების ყოველდღიური მეტეო მონაცემები (ნალექების რაოდენობა და ჰაერის ტემპერატურა). მათ მიერვე ხდება ყოველთვიური სინჯების აღება მდინეების სარეჟიმო სადგურებიდანაც. ასევე, წყლის ხარჯის და ტემპერატურის მონაცემების მოწოდება.
ზედაპირული წყლებში იზოტოპური შემადგენლობის შესწავლის მიზნით, არსებული მემორანდუმის ფარგლებში, გაერთიანებული წყლის კომპანიის თანამშრომლების მიერ ხდებოდა წყლის სინჯების ყოველთვიური აღება და მოწოდება.
გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი არსებულ არაღმა ჰიდროგეოლოგიურ ჭაბურღილების ქსელზე ექვს თვეში ერთხელ ატარებდა დასინჯვებს და სტაბილური იზოტოპების სინჯების ჩვენთვის მოწოდებას ანალიზისთვის. ხოლო მათ მიერ ხორციელდებოდა იმავე პერიოდის წყლის ქიმური შემადგენლობის ანალიზი. მიღებული მონაცემები ანალიზდება კომპლექსურად. ამ ქსელიდან დამატებით მოგვეწოდებოდა ჰიდროგეოდინამიკური (წყლის დონის წნევა, ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, EC და ა.შ.) პარამეტერბის მონაცემები. მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება სტაბილური იზოტოპებისა და გეოქიმიური პარამეტრების დროებითი ვარიაციის ხასიათის დასადგენად (ფონური მნიშვნელობები, სეზონურობა და სხვა).
რეჟიმული დაკვირვებები ორგანიზებული იქნა შემდეგ მეტეო-სადგურებზე:
ჭალადიდი, ქუთაისი, ქობულეთი, ახალციხი, სურამი, ბაკურიანი, ლიკანი, ხერთვისი, თბილისი, დედოფლის-წყარო, გორი.
შემდეგ ჰიდრო-სადგურებზე:
მდინარე რიონი „ჭალადიდი“, მტკვარი „თბილისი“.
ზედაპირული წყლების სარეჟიმო სადგურები:
სამტრედია, თერჯოლა, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, გურჯაანი, საგარეჯო, შორაპანი, საირმი,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჭაბურღილები:
გამარჯვება , ფიჩხიბოგირი, სანავარდო, გურჯაანი კორპუსი, გურჯაანი სტადიონთან, ზეგაანი, მუკუზანი, კალაური, ვაჩნაძიანი, ბუშეტი, კურდღელაური, მედაანი, კაჭრეთი, თულარი, ქეშალო, ნაესაკაო, წყემი, ჭალადიდი, ჯურყვეთი, შუხუთი
გეოფიზიკსი ინსტიტუტის ღრმა ჭები
ჭყვიში და ზანავი

ნახ. 1 სარეჟიმო სადგურების განლაგება
ამოცანა- აგემვისა და მონიტორინგის სინჯების ლაბორატორიული ანალიზი
პროექტის ფარგლებში შეგროვებული სინჯების ტრანსპორტირების შემდგომ მათი ქიმიური და იზოტოპური ანალიზები ხორციელდებოდა თსუ-ს გეოგიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. ქიმიური ანალიზი ტარდებოდა იაპონური წარმოების ხელსაწყოს IC Chromatograph მეშვეობით, ხოლო იზოტოპური ანალიზები ლაზერული სპრექტრომეტრის Picarro მეშვეობით.
ამოცანა-მულტიპარამეტრული მონაცემთა ბაზა
P Pპროექტის ამოცანების შესრულების მიზნით შეიქმნა მონაცემთა ბაზის ნიმუში, რომელიც ივსება თანდათანობით გაზომილი პარამეტრებით. მომზადება ბაზის ისეთი სტრუქტურა, რომელიც შესაძლებელია გაფარდოვდეს ახალი პარამეტრების ხარჯზე და მოსახერხებელი იქნება შეგროვებული მასალის შემდგომი ანალიზისათვის GIS სისტემის გამოყენებით, გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროლოგიური და ჰიდროდინამიური კვლევების მონაცემები (მიწისქვეშა წყლების დონეები ან წნევები), ჰიდროქიმიური, იზოტოპური და მეტეოროლოგიური მონაცემები და სხვა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგების ასასახად.
შემდგომში მონაცემები განთავსდება ვებ-გვერდზე საჯარო მოხმარებისთვის (www.hggrc.net).
ამოცანა- საველე დასინჯვები და გაზომვები
პროექტის ფარგლებში დაიწყო საველე დასინჯვები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში. დასინჯვები მიმდინარეობადა საშუალო მასშტაბით 1:500 000 მთიანი რეგიონებისათვის და 1:200 000 - დაბლობებისათვის. საველე დასინჯვების მიმდინარეობდა მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც გადაადგილება გზებზე ავტომანქანით და სინჯავდა ყველა ტიპის წყალპუნქტს (წყარო, მდიანარე, ტბა, ჭა და ჭაბურღილი) მთიან რეგიონებში. უშუალოდ წყალპუნქტზე იზომებოდა ფიზიკური პარამეტრები (pH, O2, EC, ტემპერატურა) (Multi-340i/SET მეშვეობით. ხდებოდა წყლის სინჯები შეგროვდება ქიმიური-ძირითადი იონების (IC Chrotograph, Spectroquant® Colorimeters, Flame Photometer etc) და მათი იზოტოპური შემადგენლობის (Laser Spectrometer და HPLC) დადგენის მიზნით. სტაბილური იზოტოპებისა და ჰიდროქიმიური ანალიზები ტარდებოდა გეოფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. გაზომვის შედეგები შეტანილი იქნა ბაზაში.
ნაწილობრივ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რაც ასახული იქნა სამეცნიერო ჟურნალის სტატიაში (იხილეთ დანართი).
კერძოდ, შესწავლი იქნა სტაბილური იზოტოპის (18O-2H) საშუალო მნიშვნელობები სხვა და სხვა გარემოში. წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ წყლების იზოტოპიური შემადგენლობა თავისი მნიშვნელობებით ძირითადად ლაგდება გლობალურ მეტეოროლოგიულ წყლის ხაზზე, რაც ადასტურებს ზოგად კანონზომიერებებს იზოტოპური შემადგენლობის ევოლუციის შესახებ სივრცეში, ატმოსფერული ნალექებიდან, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებისკენ, კვების არედან განტვირთვის არისკენ. შემდგომში (წყვილი იზოტოპების) δ18O-δ2H გრაფიკი გამოყენებული იქნება წყლის სინჯებს შორის კავშირის დასადგენად. ნალექებში იზოტოპური შემადგენლობის სიმაღლის გრადიენტი მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაგვეხმარება განისაზღვროს მნიშვნელოვანი წყალშემცველი ჰორიზონტების კვების არეალები. გეოქიმიური შემადგენლობის და ინერტული გაზების ანალიზი შეავსებს ინფორმაციას წყლის გენეზისის, გადაადგილების დროის და წყლის ხარისხთან დაკავშირებული რისკების შესახებ. პირველი წლის წინასწარი შედეგები გამოყენებული იქნება მეორე წლის დაგეგმილი დასინჯვებისთვის.

ნახ. 2 დასინჯვის პუნქტების განლაგება
4.2 სირთულეები, პროექტის განხორციელების პროცესში
|
№ |
სირთულეები |
სირთულეების გამომწვევი მიზეზები |
გადაწყვეტის გზები (რა ზომები იქნა მიღებული არსებული სირთულეების გადასალახად) |
|
1 |
მუშაობის პროცესში მწყობრიდან გამოვიდა წყლის ქრომატოგრაფის ერთ-ერთი ნაწილი- გამწმენდი სვეტი |
ნაწილის დაძველება |
მოხდა არაფინანსური მუხლში ცვლილების შეტანა და შეკვეტილი იქნა ახალი სვეტი, რასაც ხელი არ შეუშლია ვალდებულებების სრულად შესრულებაში |
შენიშვნა: უნდა ჩაიწეროს სხვადასხვა ტიპის სირთულეები. მაგ: სამეცნიერო მუშაობისას წარმოქმნილი სირთულეები, ტექნიკური სირთულეები და სხვა.
გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა და ბეჭედი:
–––––––––––––––––––––––––––
ბ.ა
საგრანტო პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
–––––––––––––––––––––––––––
ანგარიშის ჩაბარების თარიღი:
დანართი
| სტატია.docx |
- დუშეთი 2024.06.04 / 06:11:14 დაწვრილებით >>>
- დუშეთი 2024.05.12 / 21:47:19 დაწვრილებით >>>
- დუშეთი 2024.04.19 / 08:29:39 დაწვრილებით >>>
- დუშეთი 2024.03.30 / 19:50:17 დაწვრილებით >>>
- ნაქალაქევი 2024.01.24 / 11:47:16 დაწვრილებით >>>