×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ალაზანი-იორის წყალშემკრები აუზების (აღმოსავლეთ საქართველო) შესწავლა სტაბილური იზოტოპების გამოყენებით მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, 2013-2016. მეხუთე ეტაპი

5-1 შუალედური ანგარიშის დანართი
2.1.1- შერჩეულ უბნებში ნალექებისა და მდინარეების წყლის იზოტოპური შემადგენლობის მონიტორინგი

გაგრძელდა რეჟიმული დაკვირვებები ჰაერის ტემეპარატურაზე, ტენიანობასა და ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე ადრე შერჩეულ შემდეგ მეტეოროლოგიურ სადგურებზე: თიანეთი, თელავი,  ლაგოდეხი და დედოფლის-წყარო (დანართი 5-1).  აღნიშნულ პუნქტებზე მეტეო მონაცემების გაზომვა ხდებოდა ყოველდღიურად. ასევე, ყოველთვიურად ხდებოდა ნალექების სინჯების აღება და შენახვა (დანართი 5-2).  სინჯების ტრანსპორტირების შემდგომ მათში ტარდებოდა სტაბილური იზოტოპების და ჰიდროქიმიური პარამეტრერბის განსაზღვრა გეოფიზიკის ინსიტიტუტის ჰუდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის რადიო-ჰიდროქიმიურ ლაბორატორიაში (დანართი 5-2).
გაგრძელდა რეჟიმული დაკვირვებები მდინარეებში წყლის დონის ვარიაციებზე მდინარე იორზე სოფ. ჭაჭუნას რაიონში და ალაზანზე სოფ. შაქრიანთან თელავის რაიონში (დანართი 5-1). აღნიშნული მდინარეებიდან ასევე, თვეში ერთხელ ხდებოდა სინჯების აღება სტაბილური იზოტოპების გაზომვის მიზნით და მათი შემდგომი ანალიზი სტაბილური იზოტოპების შემადგენლობის დადგენის მიზნით (დანართი 5-2). 
თელავისა და შაქრიანის სადგურებზე, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გლობალურ ქსელის GNIP  da GNIR ის სადგურებისთვის, დამატებით ხდებოდა სინჯების აღება ტრიტიუმის განსასაზღვავად ნალექებსა და მდინარის წყალში. აღნიშნულ ქსელს დაემატა დაკვირვებები გუდაურის მეტეო სადგურზე. 
დამატებით, იზოტოპური შემადგენლობის დადგენის მიზნით, გაგრძელდა მდინარის წყლის ყოველთვიური რეჟიმული დასინჯვები მდინარე იორის ქვედა-წელში, დედოფლის-წყაროს რაიონში და ასევე, მდინარე ალაზანის ქვედა წელში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სოფ. სამთავისის სიახლოეს.


ნახ. 1 სარეჟიმო პუნქტების განლაგება ტერიტორიაზე. ვარსკვლავი-მეტეო სადგურები, წრე- სარეჟიმო სადგურები, სამკუთხედი- მდინარეზე დაკვირვების პუნქტები

2.1.2.   არაღრმა მიწისქვეშა ჰორიზონტებში თოვლის ნადნობი წყლის წილის განსაზღვრისათვის ჰიდროქიმიური და იზოტოპური დასინჯვების ქსელის ორგანიზება;

გამზადდა აპარატურა 2015 წლის ზამთარში პროფილებზე თოვლის სინჯების ასაღებად. გაანალიზდა 2014 წლის სინჯები  (დანართი 5-3).  . 

2.1.2.         საკვლევ რეგიონში დამატებითი საველე აგეგმითი/დასინჯვითი  სამუშაოების ჩატარება (გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, სტაბილური იზოტოპები) მიწისქვეშა წყლის ნაკადის მიმართულებისა და წყალშემცველი ჰორიზონტების ჰიდროდინამიკური პარამეტრების განსაზღვრისათვის;
საკვლევ ტერიტორიაზე რეგიონის ჰიდროგეოლოგიური თავისებურებების დადგენის მიზნით გაგრძელდა საველე ჰიდროგეოლოგიური, ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური დასინჯვები. დაისინჯებოდა ყველა ტიპის წყალ-პუნქტი (წყაროები, ჭაბურღილები, ჭები, მდინარეები). დასინჯვების პერიოდში იზომებოდა წყლის ფიზიკური თვისებები (წყლის  ტემპერატურა, ელექტროგამტარებლობა, pH და თავისუფალი ჟანგბადი), საველე ჰიდროქიმიური ლაბორატორიის საშუალებით (Multi-340i/SET, Spectroquant® Colorimeters and Laser Spectrometer). ყველა პუნქტზე ხდებოდა სინჯების აღება,   მთავარი მაკრო და მიკროკომპონენტების და იზოტოპური შემადგენლობის განსაზღვრა. ამავე დროს, რღვევებისა და ჰიდროგეოლოგიური “ფანჯრების” დაფიქსირების მიზნით დამატებით იზომებოდა რადიაქტიური გაზები ჰელიუმი და რადონი.

nax.2 ჰიდროქიური dasinjvis პროცესი

საველე დასინჯვები განხორციელდა მდინარე ალაზანის ხეობებში (დანართი 5-3).

ნახ. #3 დასინჯული წყალპუნქტების განლაგება საკვლევ ტერიტორიაზე

ნახ. #4 გაზ რადონის განაწილება საკვლევ ტერიტორიაზე

 

მიმდინარეობს სინჯების ჰიდროქიმიური ანალიზი და საველე მასალის დამუშავება

2.1.4.- ჰიდროდინამიკური და ჰიდროქიმიური მონიტორინგის ორგანიზება მიწისქვეშა წყლების რეჟიმის შესასწავლად და როგორც მაკონტროლებელი სისტემა სასმელი წყლის შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად

გაგრძელდა რეჟიმული ჰიდროდინამიკური და ჰიდროქიმიური დაკვირვებები წყლის დონესა და ტემპერატურაზე შერჩეულ ჭაბურღილებზე და მდინარე ალაზანზე. მონიტორინგი მიმდინარეობდა გახშირებულ რეჟიმში.  
დამატებით, მიწისქვეშა წყლებში იზოტოპური შემადგენლობის დროში და სივრცეში ცვლილებათა დადგენის მიზნით, გაგრძელდა სინჯების აღება კახეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ჭაბურღილებსა და ჭებზე. საქართველოს წყლის კომპანიასთან შეთანხმებით, მათ სასმელი წყლის შემკრებ ჭაბურღილებსა და ჭებზე, ყოველთვიურად ხდებოდა სინჯების აღება მათში სტაბილური იზოტოპების განსაზღვრის მიზნით. დაკვირვებებისათვის შერჩეული იქნა სხვა და სხვა წყალშემცველ ჰორიზონტებში განლაგებული ჭაბურღილები და გალერეები. ისინი თანაბრადაა განლაგებული მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს, წნორის და დედოფლის-წყაროს ტერიტორიებზე (დანართი 5-2).   

 
Kaxeti-Tska

ნახ. #4 ჰიდროქიმიური მონიტორინგის წყალპუნქტების განლაგება საკვლევ ტერიტორიაზე

პერიოდულად ხდებოდა სინჯების და მონაცემების შეგროვდება განყოფილების თანამშრომლების მიერ და მათი ანალიზი ცენტრის ლაბორატორიაში.


ნახ. #7 დეიტერიუმის განაწილების გრაფიკი წყალპუნქტებში საკვლევ ტერიტორიაზე

ნახ. #8 ჟანგბადის იზოტოპის განაწილების გრაფიკი წყალპუნქტებში საკვლევ ტერიტორიაზე

 

Tkalkanali
nax. #9 იზოტოპების განაწილების გრაფიკი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ხაზზე

2.1.5.- მონაცემთა მულტი-პარამეტრული ბაზის შექმნა
Pმონაცემთა ბაზას დაემატა გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროლოგიური და ჰიდროდინამიური მონაცემები (მიწისქვეშა წყლების დონეები ან წნევები), ჰიდროქიმიური და მეტეოროლოგიური მონაცემები და აგრეთვე იზოტოპების და სხვა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგები (მთლიანად დანართი 5) ვებ-გვერდზე (http://gga.ge/index2.php?s=4) ხორციელდება მონაცემების განთავსება საჯარო მოხმარებისთვის.

 

Anomalies