×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ალაზანი-იორის წყალშემკრები აუზების (აღმოსავლეთ საქართველო) შესწავლა სტაბილური იზოტოპების გამოყენებით მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, 2013-2016. მესამე ეტაპი

2.1.1- შერჩეულ უბნებში ნალექებისა და მდინარეების წყლის იზოტოპური შემადგენლობის მონიტორინგი
გაგრძელდა რეჟიმული დაკვირვებები ჰაერის ტემეპარატურასა, ტენიანობასა და ატმოსფერულ ნალექების რაოდენობაზე ადრე შერჩეულ შემდეგ მეტეოლოგიურ სადგურებზე: თიანეთი, თელავი, ლაგოდეხი და დედოფლის-წყარო (დანართი 3-1). აღნიშნულ პუნქტებზე მეტეო მონაცემების გაზომვა ხდებოდა ყოველდღიურად. ასევე, ყოველთვიურად ხდებოდა ნალექების სინჯების აღება და შენახვა (დანართი 3-2). სინჯების ტრანსპორტირების შემდგომ მათში ტარდებოდა სტაბილური იზოტოპების და ჰიდროქიმიური პარამეტერბის განსაზღვრა გეოფიზიკის ინსიტიტუტის ჰუდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის რადიო-ჰიდროქიმიურ ლაბორატორიაში (დანართი 3-2).
გაგრძელდა რეჟიმული დაკვირვებები მდინარეებში წყლის დონის ვარიაციებზე მდინარე იორზე თიანეთის რაიონში და ალაზანზე სოფ. შაქრიანთან თელავის რაიონში (დანართი 3-1). აღნიშნული მდინარეებიდან ასევე, თვეში ერთხელ ხდებოდა სინჯების აღება სტაბილური იზოტოპების გაზომვის მიზნით და მათი შემდგომი ანალიზი სტაბილური იზოტოპების შემადგენლობის დადგენის მიზნით (დანართი 3-2).
თელავისა და შაქრიანის სადგურებზე, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გლობალურ ქსელის GNIP და GNIR ის სადგურებისთვის, დამატებით ხდებოდა სინჯების აღება ტრიტიუმის განსასაზღვავად ნალექებსა და მდინარის წყალში.
დამატებით, იზოტოპური შემადგენლობის დადგენის მიზნით, გაგრძელდა მდინარის წყლის ყოველთვიური რეჟიმული დასინჯვები მდინარე იორის ქვედა-წელში, დედოფლის-წყაროს რაიონში და ასევე, მდინარე ალაზანის ქვედა წელში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სოფ. სამთავისის სიახლოეს.
2.1.2. არაღრმა მიწისქვეშა ჰორიზონტებში თოვლის ნადნობი წყლის წილის განსაზღვრისათვის ჰიდროქიმიური და იზოტოპური დასინჯვების ქსელის ორგანიზება;

განხორციელდა 2013 წლის ზამთარში პროფილებზე აღებული თოვლის სინჯების იზოტოპური შემადგენლობის ანალიზები. რომლეთა შედეგები შედარდება 2014 წლის ზამთარში აღებულ სინჯების შედეგებს (დანართი 3-2).

2.1.3. საკვლევ რეგიონში დამატებითი საველე აგეგმითი/დასინჯვითი სამუშაოების ჩატარება (გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, სტაბილური იზოტოპები) მიწისქვეშა წყლის ნაკადის მიმართულებისა და წყალშემცველი ჰორიზონტების ჰიდროდინამიკური პარამეტრების განსაზღვრისათვის;

საკვლევ ტერიტორიაზე რეგიონის ჰიდროგეოლოგიური თავისებურებების დადგენის მიზნით გაგრძელდა საველე ჰიდროგეოლოგიური, ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური დასინჯვები.

დანართი

dan33.rar
Anomalies