×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ალაზანი-იორის წყალშემკრები აუზების (აღმოსავლეთ საქართველო) შესწავლა სტაბილური იზოტოპების გამოყენებით მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, 2013-2016. მეორე ეტაპი

2.1.1- შერჩეულ უბნებში ნალექებისა და მდინარეების წყლის იზოტოპური შემადგენლობის მონიტორინგი
გაგრძელდა რეჟიმული დაკვირვებები ჰაერის ტემეპარატურასა, ტენიანობასა და ატმოსფერულ ნალექების რაოდენობაზე ადრე შერჩეულ შემდეგ მეტეოლოგიურ სადგურებზე: თიანეთი, თელავი, ლაგოდეხი და დედოფლის-წყარო (დანართი 3-1). აღნიშნულ პუნქტებზე მეტეო მონაცემების გაზომვა ხდებოდა ყოველდღიურად. ასევე, ყოველთვიურად ხდებოდა ნალექების სინჯების აღება და შენახვა (დანართი 3-2). სინჯების ტრანსპორტირების შემდგომ მათში ტარდებოდა სტაბილური იზოტოპების და ჰიდროქიმიური პარამეტერბის განსაზღვრა გეოფიზიკის ინსიტიტუტის ჰუდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის რადიო-ჰიდროქიმიურ ლაბორატორიაში (დანართი 3-2).
გაგრძელდა რეჟიმული დაკვირვებები მდინარეებში წყლის დონის ვარიაციებზე მდინარე იორზე თიანეთის რაიონში და ალაზანზე სოფ. შაქრიანთან თელავის რაიონში (დანართი 3-1). აღნიშნული მდინარეებიდან ასევე, თვეში ერთხელ ხდებოდა სინჯების აღება სტაბილური იზოტოპების გაზომვის მიზნით და მათი შემდგომი ანალიზი სტაბილური იზოტოპების შემადგენლობის დადგენის მიზნით (დანართი 3-2).
თელავისა და შაქრიანის სადგურებზე, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გლობალურ ქსელის გნჳჵ და გნჳღ ის სადგურებისთვის, დამატებით ხდებოდა სინჯების აღება ტრიტიუმის განსასაზღვავად ნალექებსა და მდინარის წყალში.
დამატებით, იზოტოპური შემადგენლობის დადგენის მიზნით, გაგრძელდა მდინარის წყლის ყოველთვიური რეჟიმული დასინჯვები მდინარე იორის ქვედა-წელში, დედოფლის-წყაროს რაიონში და ასევე, მდინარე ალაზანის ქვედა წელში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სოფ. სამთავისის სიახლოეს.

2.1.2. არაღრმა მიწისქვეშა ჰორიზონტებში თოვლის ნადნობი წყლის წილის განსაზღვრისათვის ჰიდროქიმიური და იზოტოპური დასინჯვების ქსელის ორგანიზება;

განხორციელდა 2013 წლის ზამთარში პროფილებზე აღებული თოვლის სინჯების იზოტოპური შემადგენლობის ანალიზები. რომლეთა შედეგები შედარდება 2014 წლის ზამთარში აღებულ სინჯების შედეგებს (დანართი 3-2).

2.1.3. საკვლევ რეგიონში დამატებითი საველე აგეგმითი/დასინჯვითი სამუშაოების ჩატარება (გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, სტაბილური იზოტოპები) მიწისქვეშა წყლის ნაკადის მიმართულებისა და წყალშემცველი ჰორიზონტების ჰიდროდინამიკური პარამეტრების განსაზღვრისათვის;

საკვლევ ტერიტორიაზე რეგიონის ჰიდროგეოლოგიური თავისებურებების დადგენის მიზნით გაგრძელდა საველე ჰიდროგეოლოგიური, ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური დასინჯვები. დაისინჯებოდა ყველა ტიპის წყალ-პუნქტი (წყაროები, ჭაბურღილები, ჭები, მდინარეები). დასინჯვების პერიოდში იზომებოდა წყლის ფიზიკური თვისებები (წყლის ტემპერატურა, ელექტროგამტარებლობა, პჰ და თავისუფალი ჟანგბადი), საველე ჰიდროქიმიური ლაბორატორიის საშუალებით (მულტი-340ი/შჶთ, შპეცტროქუანტ® ჩოლორიმეტერს ანდ ლასერ შპეცტრომეტერ). ყველა პუნქტზე ხდებოდა სინჯების აღება მთავარი მაკრო და მიკროკომპონენტების და იზოტოპური შემადგენლობის განსაზღვრა. ამავე დროს, რღვევებისა და ჰიდროგეოლოგიური “ფანჯრების” დაფიქსირების მიზნით დამატებით იზომებოდა რადიაქტიური გაზები ჰელიუმი და რადონი.
საველე დასინჯვები განხოციელდა როგორც მდინარე ალაზანის, ასევე მდინარე ივრის ხეობებში (დანართი 3-3).

2.1.4.- ჰიდროდინამიკური და ჰიდროქიმიური მონიტორინგის ორგანიზება მიწისქვეშა წყლების რეჟიმის შესასწავლად და როგორც მაკონტროლებელი სისტემა სასმელი წყლის შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად
გაგრძელდა რეჟიმული ჰიდროდინამიკური დაკვირვებები წყლის დონესა და ტემპერატურაზე ლაგოდეხის ჭაბურღილსა და დედოფლის-წყაროს შერჩეულ ჭაზე. მონიტორინგი მიმდინარეობდა განუწყვეტლივ, მონაცემთა დაგროვებით. ლაგოდეხის სადგური დამატებით აღჭურვილის გადმოცემის გშმ სისტემით (დანართი 3-1).
დამატებით, მიწისქვეშა წყლებში იზოტოპური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილებათა დროში და სივრცეში ვარიაციების დადგენის მიზნით, გაგრძელდა რეჟიმული ჰიდროქიმიური დაკვირვებების ორგანიზება კახეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ჭაბურღილებსა და ჭებზე. საქართველოს წყლის კომპანიასთან შეთანხმებით, მათ სასმელი წყლის შემკრებ ჭაბურღილებსა და ჭებზე, ყოველთვიურად ხდებოდა სინჯების აღება მათში სტაბილური იზოტოპების განსაზღვრის მიზნით. დაკვირვებებისათვის შერჩეული იქნა სხვა და სხვა წყალშემცველ ჰორიზონტებში განლაგებული სხვა და სხვა სიღრმის ჭაბურღილები და გალერეები, რომლების თანაბრადაა განლაგებული მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, თელავის, გურჟაანის, სიღნაღის, საგარეჯოს, წნორის და დედოფლის-წყაროს ტერიტორიებზე (დანართი 3-2).
პერიოდულად ხდებოდა სინჯების და მონაცემები შეგროვდება და ანალიზი განყოფი¬ლების თანამშრომლების მიერ მათი ანალიზი ცენტრის ლაბორატორიაში.

2.1.5.- მონაცემთა მულტი-პარამეტრული ბაზის შექმნა
ჵშექმნის მონაცემთა ბაზას დაემატა გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროლოგიური და ჰიდროდინამიური კვლევების მონაცემები (მიწისქვეშა წყლების დონეები ან წნევები), ჰიდროქიმიური და მეტეოროლოგიური მონაცემები და აგრეთვე იზოტოპების და სხვა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგები (მთლიანად დანართი 3-3).
ვებ-გვერდზე (gga.ge) ხორციელდება მონაცემების განთავსება საჯარო მოხმარებისთვის.
2.1.6. სასაზღვრო პირობების განსაზღვრა და საკვლევი რეგიონების კონცეპტუალური ჰიდროგეოლოგიური მიდელის შექმნა;
დაიწყო წყალშემცველი ჰრიზონტის კონცეპტუალური მოდელის შემუშავება (დანართი 3-4). მუშავდება მასალა ჰორიზონტების კვების არეალის და მთლიანი კონტურების განსაზღვრისათვის. მიმდინარეობს გეოლოგიური (ფენების სიმძლავრე, რღვევების განლაგება და სხვა დისლოკაციები), ლითოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური (ჰიდროგეოლოგიური “ფანჯრები, ჰორიზონტის ჰიდროქიმიური პარამეტრები) მონაცემების შეგროვება, მათი ანალიზი, მოდელირების განსაზღვრისათვის.

დანართი

danarti2.pdf
kvdanarti.rar
Anomalies