×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ალაზანი-იორის წყალშემკრები აუზების (აღმოსავლეთ საქართველო) შესწავლა სტაბილური იზოტოპების გამოყენებით მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, 2013-2016. პირველი ეტაპი

ეტაპი #1- შერჩეულ უბნებში ნალექებისა და მდინარეების წყლის იზოტოპური შემადგენლობის მონიტორინგი
ორგანიზება გაუკეთდა რეჟიმულ დაკვირვებებს ჰაერის ტემეპარატურასა, ტენიანობასა და ატმოსფერულ ნალექების რაოდენობაზე იმ მეტეოლოგიურ სადგურებზე რომლებიც განლაგებული არიან თანაბრად მთელ ტერიტორიაზე და ახასიათებენ შემდეგ რეგიონებს: თიანეთი-მდინარე იორის კვების არეალი, თელავი-მდინარე ალაზნის ზედა წელი, ლაგოდეხი მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების კვების არეალი და დედოფლის წყარო- მდინარე იორისა და ალაზნის ქვედა წელი. აღნიშნულ პუნქტებზე მეტეო მონაცემების გაზომვა ხდება ყოველდღიურად. ჰაერის ტემპერატირის და ტენიანობის გაზომვა ხდება სპეციალიზირებული აპარტურის გამოყენებით, რომლებიც შეძენილი იქნა საერთაშორისო ატომური სააგენტოს გრანტის (გჶჴ7001) მეშვეობით. ასევე, ყოველდღიურად იზომება მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და თვეში ერთხელ ხდება სინჯის აღება დაგროვებული ნალექებიდან, მათში სტაბილური იზოტოპური შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.

ორგანიზება გაუკეთდა რეჟიმულ დაკვირვებებს მდინარეებში წყლის დონის ვარიაციების დადგენის მიზნით, კერძოთ მდინარე იორზე თიანეთის რაიონში და
ალაზანზე სოფ. შაქრიანთან თელავის რაიონში. აღნიშნული მდინარეებიდან ასევე, თვეში ერთხელ დაიწყო სინჯების აღება სტაბილური იზოტოპების გაზომვის მიზნით.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თელავის და შაქრიანის სადგურებზე დამატებით ხდება სინჯების აღება ტრიტიუმის განსასაზღვავად ნალექებსა და მდინარის წყალში. ეს უკანასკნელი სადგურები ჩართული იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გლობალურ ქსელებში GNIP და GNIR- ში.

დანართი

danarti1.pdf
Anomalies