×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გეოდინამიკური ველის სივრცულ–დროითი ვარიაციები და მისი გავლენა ღრმა წყალშემცველ ჰორიზონტებზე და მაგნიტურ ველზე, 2014-2017. VI ეტაპი

საგრანტო პროექტის ხელშეკრულების ნომერი:        № FR 328/9-156/13
პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი: მარინა დევიძე
წამყვანი ორგანიზაცია: ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი

  1. პროექტის განხორციელების ( მიმდინარეობის) მოკლე აღწერა:

 

კატასტროფული სეისმური მოვლენის შესაძლო პროგბოზირების მიზნით პროექტით დაიგეგმა მისი განმაპირობებები გეოდინამიკური პროცესების სივრცულ-დროითი ვარიაციების შესწავლა და მისი ღრმა წყალშემცველ ჰორიზონტებზე და მაგნიტურ ველზე გავლენის დადგენა.   ცენტრის თანამშრომლების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად რეჟიმული დაკვირვებებისათვის შერჩეული იქნა თხუთმეტი ინფორმაციული ჭაბურღილი, რომლებიც თანაბრად იყვნენ განლაგებული ძირითად გეოლოგიურ ბლოკებზე. გეოდინამიკური პროცესების ევოლუციის შესწავლის მიზნით ორგანიზებული იქნა დახრისმზომითი, გეომაგნიტური, ელექტრომაგნიტური, წყლის დონის,  ტემპერატურის და ელექტროგამტარებლობის და სხვა სახის უწყვეტი დაკვირვებები. ინფორმაციის ოპერატიული შეკრების მიზნით, დამონტაჟდა თანამედროვე ციფრული აპარატურა, ორგანიზება გაუკეთდა განუწყვეტელ მონიტორინგს და ინფორმაციის ავტომატურ შეკრებას ცენტრში. ასევე, ორგანიზებული იქნა უწყვეტი მაგნიტური დაკვირვებები დუშეთის მაგნიტურ ობსერვატორიაში, ონისა და გორის სარეჟიმო სადგურებზე.
შემუშავდა სპეციალური მეთოდიკა და შეიქმნა კომპიუტერული პროგრამების პაკეტი, რომლის მეშვეობით ხორციელდება მასალის დამუშავება,  მულტიპარამეტრული სიგნალიდან  ეგზოგენური ფაქტორების გავლენის მოხსნა და ქანებში წარმოქმნილი მოცულობითი დეფორმაციების სიდიდეების გამოთვლა.
დეფორმაციული პროცესების მოდელირების მიზნით განხორციელდა ჰიდროგეოდეფორმაციული ველის მონიტორინგი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის მიწისძვრის მომზადების პროცესში. ჰიდროგეოდეფორმაციული ველის ცვლილებაში აისახა დაძაბულობის ველის ევოლუცია, მისი ჩამოყალიბება, მიგრაცია, სწრაფ ცვალებადობა. ცალკეულ შემთხვევებში დაძაბულობის ველის ცვლილების ინვერსიული ხასიათი კი გამოწვეული უნდა იყოს დაძაბულობის განტვირთვის შემთხვევაში დეფორმაციის ნიშნის ცვლილებით.
რეჟიმშემადგენელი ფაქტორების გამოვლენის მიზნით,  სპეციალიზირებული პროგრამების მეშვეობით გაანალიზდა ჰიდროდინამიკური პარამეტრებისა და მაგნიტური ველის მონაცემები. გამოვლინდა მიწისძვრების წინამორბედი  ანომალიები და დადასტურდ მეთოდის მაღალი მგრძნობელობა გეოდინამიკური პროცესების მიმართ.
ვარიაციებიდან სეისმური მდგენელების გამოყოფის მიზნით შესწავლილი იქნა ანომალიების სიხშირულ-ამპლიტუდური მახასიათებლები. ჩატარდა  მათემატიკური ანალიზი „ფურიესა“ და  "ვავილეტების" მეთოდებით.  რის შედეგად ჰიდროდინამიკურ პარამეტერებში გამოყოფილი იქნა ორი წამყვანი სიხშირე, მიახლოებით 12 და 24 საათიანი პერიოდებით, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ  ატმოსფერულ წნევასა და მიმოქცევითი ვარიაციებთან. ჰიდროდინამიკურ და მაგნიტური ველის პარამეტრებში გამოყოფილი იქნა მიწისძვრის მომზადების პროცესთან დაკავშირებული ანომალური  პიკები, საათობრივი და დღიური პერიოდიკით, თუმცა ძლიერი მიწისძვრის წინ დარღვევევი ეხება თითქმის ყველა დიაპაზონს.
გამოვლენის წინამორბედებზე დაყრდნობით ჩატარდა პროგნოზის დამაჯერებლობის გათვლა თვითოეული სადგურისათვის. ამისათვის გამოყენებული იქნა სტატისტიკური მეთოდიკა- easyROC: web-tool for ROC curve analysis (ver1.3). ამ შედარებითი ანალიზით დადასტურდა დაკვირვების სისტემის 60-70% სანდოობა.

პროექტის  შედეგი და  ეფექტი:
მულტიდისციპლინარული მონიტორინგის ორგანიზებამ საშუალება მოგვცა შემდეგშიც გავგრძელოთ მიმდინარე გეოდეფორმაციულ პროცესებზე რეალურ დროში დაკვირვებები და მცირე ალბათობით მოვახდინოთ სეისმოვლენის დროის პროგნოზირება.
პროექტის მოქმედების პერიოდში შევძელით დაგვეკავშირებინა საქართველოს ქსელი მეზობელი ქვეყნების მსგავს ქსელებთან (სომხეთი, ბულგარეთი და სხვა) და მასალათა ოპერატიულად გაცვლით შევქმენით ვირტუალური ინტეგრირებული ქსელი. რის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით გაგვეხორციელებინა დაკვირვებები  გეოდეფორმაციული პროცესების ევოლუციაზე შესაბამის ტერიტორიებზე.
შემდგომში აუცილებელია ამ სახის დაკვირვების გაგრძელება. იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერი მიწისძვრების მომზადების პროცესში ჩართულია დიდი ტერიტორიები სასურველია  დაკვირვების ქსელის გაფართოება და დამატებითი (აზერბაიჯანის, რუსეთის და ცენტრალური აზია) შეთანხმების მიღწევა მეზობელი ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივ მონიტორინგის წარმოებაზე. ეს საშუალებას მოგვცემს სრულფასოვნად შევაფასოთ ძლიერი მიწისძვრების თანმხლები გეოდეფორმაციული პროცესების განვითარება და დიდი დამაჯერებლობით მოვახდინოთ მიწისძვრების ადგილისა და დროის პროგნოზირება.

  1. განხორციელებულ პროექტის გავლენა მიმართულების სფეროზე  ან მის განვითარებაზე:

               
შეიქმნა  თანამედროვე, ინფორმაციის ოპერატიული შეკრების სისტემებით აღჭურვილი კომპლექსური მულტიპარამეტრული სამონიტორინგო სისტემა საქართველოს ტერიოტიაზე.  გამოვლენილი იქნა სეისმური მდგენელი მულტიპარამეტრულ დაკვირვების სიტემაში და შესაძლებელი გახდა  პროცესების რეალურ დროში მონიტორინგისა და მასალის სპეციალური პროგრამული პაკეტით ოპერატილად დამუშავებით  შესაძლო მიწისძვრისძვრის დროისა და ადგილის დიდი დამაჯერებლობით (60-70%) პროგნოზირება

პროექტის ხელმძღვანელი :

                                  

 

(სახელი და გვარი)

Anomalies