×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გეოდინამიკური ველის სივრცულ–დროითი ვარიაციები და მისი გავლენა ღრმა წყალშემცველ ჰორიზონტებზე და მაგნიტურ ველზე, 2014-2017. მეორე ეტაპი

2 შუალედური ანგარიშის დანართი

3. მულტიდისციპლინარული: გეოდინამიკური, ჰიდროდინამიკური, ჰიდროქიმიური, გეოფიზიკური, მეტეოროლოგიური და სეისმური ინფორმაციის უნიფიცირებული მონაცემთა ბაზის შექმნა და მასალის ანალიზი.

3.1 ბაზის სტანდარტების, სტრუქტურის და ფორმატის შერჩევა და შევსება.
გაგრძელდა მონაცემთა ბაზის შევსება გაზომილი პარამეტრით. ბაზას დაემატა სომხეთიდან მოწოდებული მასალა და გაფარდოვდა ახალი პარამეტრების ხარჯზე (დანართი 1-2). შეგროვებული მასალა მუშავდება ერთდროულად GIS სისტემის გამოყენებით. მომზადდა ვებ-გვერდი (http://gga.ge/index2.php?s=51) სადაც განთავსდა დამუშავებული მასალები საჯარო მომხმარებისთვის.

3.2. კომპლექსური მულტიპარამეტრული მონაცემების გაფილტვრა მეტეოროლოგიური, სეზონური და სხვა ეგზოგენული სიგნალებისგან.
გეოპროცესების დინამიკის კვლევისათვის დავიწყეთ მონაცემების დამუშავება წრფივი მეთოდებით MatLAb გარემოში შემუშავებული პროგრამული პაკეტით. პარამეტრის ცვლილება განპიროვნებულია სხვა და სხვა ფაქტორებით, მათ შორის: დედამიწის მიმოქცევითი ვარიაციებით, ატმოსფერული წნევით, ნალექიანობით გამოწვეული სეზონური ცვლილებებით და გეოდეფორმაციული დაძაბულობით. ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობის მისაღებად მოვახდინეთ მულტი-სიგნალების დაშლა სპეციალურად შემუშავებული პროგრამით RestDans. ანალიზის შედეგად გამოყოფილი იქნა მიმოქცევითი ვარიაციები და ატმოსფერული წნევის მდგენელები. მოხდა სუფთა გეოდინამიკური მდგენელის გამოყოფა (დანართი 3). შემდეგში ასევე გაგრძელდება მასალის დამუშავება სხვა, მათ შორის არაწრფივი ანალიზის მეთოდებით.

მოცემულია, ანგარიშის შესაბამის პერიოდში სადგურებიდან მიღებული მონაცემთა დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევები მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.

  1. აჯამეთის სადგური
    სურ.1.

    დარღვევა დაფიქსირდა 04.02.2015 წლის მიწისძვრის დროს, Mag=4.1, აჯამეთის ჭაბურღილიდან 460კმ-ში. მიწისძვრის წინა პერიოდში მოხდა წყლის დონის გაზრდა რასაც მოყვა მისი ვარდნა მიწისვრის შემდგომ პერიოდში. (ლურჯი ფერით აღნიშნულია წყლის დონის ცვლილება, შავი ფერის მრუდით აღნიშნულია ატმოსფერული წნევის მნიშვნელობა, წითელი ვერტიკალური ხაზები აღნიშნავენ მიწისძვრებს.)

    ანომალიის გამოვლენისა და გეოდინამიური მდგენელის გამოყოფის მიზნით, პროგრამა M Matlab-ის გარემოში ხდება ატმოსფერული წნევის გავლენის მოხსნა, შემდეგ მიმოქცევითი ვარიაციების ეგზოგენური თეორიული სიგნალისა და წყლის დონის ორიგინალი მნიშვნელობების შედარება და დარღვევების ე.წ. ,,გეოდინამიურ მდგენელის” გამოყოფა. სურ.2.

    სურ.2. მოცემულია აჯამეთის სადგურზე გამოვლენილი დარღვევა 04.02.2015 წლის მიწისძვრის პერიოდში. განსხვავება თეორიულ და ორიგინალ მნიშვნელობებს შორის შეიძლება ავხსნათ, როგორც მიწისძვრის წინამორბედი.

    20.02-02.03.2015 პერიოდში აჯამეთის ჭაბურღილზე დაფიქსირდა დარღვევები შემდეგი მიწისძვრებისთვის:

    სურ.3. 22/02/2015 წლის მიწისძვრა - Mag=3.7, სადგურიდან 290კმ-ზე

    სურ.4. 23/02/2015 წლის მიწისძვრა- Mag=4.3, 316კმ დაშორებით ჭაბურღილიდან

    სურ.5. ანომალია დაფიქსირდა 26/02/2015 წლის მიწისძვრისათვის, მაგ=3,6, სადგურიდან 141კმ-ზე.

    სურ.6. აღნიშნულია აჯამეთის სადგურზე გამოვლენილი დარღვევა 2015 წლის 22-26 თებერვლის მიწისძვრებისათვის.

    სურ.7. წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის 08-15 მარტის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა დარღვევა მიწისძვრის წინა პერიოდში.

    სურ.8. აჯამეთის სადგურზე გამოვლენილი ანომალია 12/03/2015 მიწისძვრის წინ, MMag=6.4, სადგურიდან 600კმ-ზე.

    სურ.9. წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის 20-30 მარტის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა დაღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.

    სურ.10. 20-30 მარტის პერიოდში, აჯამეთის სადგურზე, წყლის დონის ცვლილებაში აღინიშნება დარღვევები, რაც გამოწვეულია 24.03.2015-ის მიწისძვრით MMag=3.9, აჯამეთის სადგურიდან 153კმ-ში, და 25.03.2015 -ის მიწისძვრით, MMag=3,7 სადგურიდან 339კმ-ში, რასაც მოსდევს განტვირთვის პროცესი მიწისძვრის შემდგომ პერიოდში.

    დანართში #5 ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.

  2. ქობულეთის სადგური
    სურ.11. წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის იანვრის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის პერიოდში.

    სურ.12. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ქობულეთის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა პერიოდში:
    1. 24.01.2015 MMag=4.5, სადგურიდან 629 კმ-ში
    2. 28.01.2015 MMag=3.6, სადგურიდან 498 კმ-ში
    3. 30.01.2015 MMag=3.8, სადგურიდან 353 კმ-ში
    4. 04.02.2015 Mag=4.1, სადგურიდან 429 კმ-ში

    სურ.13. წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის თებერვლის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დაღვევა მიწისძვრის პერიოდში.

    სურ.14. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ქობულეთის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა პერიოდში:
    1. 09.02.2015 სადგურიდან 305კმ-ში, Mag=4.1
    2. 12.02.2015სადგურიდან 497კმ-ში, Mag=3.8
    3. 26.02.2015 სადგურიდან 235კმ-ში, Mag=3

    სურ.15. წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის მარტის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.

    სურ.16. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ქობულეთის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა პერიოდში:
    1. 12.03.2015 სადგურიდან 733კმ-ში, Mag=4.6
    2. 17.03.2015 სადგურიდან 157კმ-ში, Mag=3.8
    3. 22.03.2015 სადგურიდან 884კმ-ში, Mag=5
    4. 24.03.2015სადგურიდან 193კმ-ში, Mag=3.9

    დანართში ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.

  3. ნაქალაქევის სადგური
    სურ.17. წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის იანვრის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.

    სურ.18. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ნაქალაქევის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა და მის შემდგომ პერიოდში:
    1. 08.01.2015 სადგურიდან 45კმ-ში, Mag=3.5
    2. 17.01.2015 სადგურიდან 193კმ-ში, Mag=4.6
    3. 26.01.2015 სადგურიდან 469კმ-ში, Mag=4.9

    სურ.19. ნაქალაქევის ჭაბურღილზე, წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის თებერვლის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.

    სურ.20. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ნაქალაქევის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა და მის შემდგომ პერიოდში:
    1. 04.02.2015, სადგურიდან 383კმ-ში, Mag=4.1
    2. 09.02.2015, სადგურიდან 354კმ-ში, Mag=4.1
    3. 15.02.2015, სადგურიდან 283კმ-ში, Mag=4.1
    4. 23.02.2015, სადგურიდან 248კმ-ში, Mag=4.3
    5. 26.02.2015, სადგურიდან 177კმ-ში, Mag=3.6

    სურ.21. ნაქალაქევის ჭაბურღილზე, წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის მარტის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში

    სურ.22. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ნაქალაქევის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა და მის შემდგომ პერიოდში:
    1. 12.03.2015, სადგურიდან 601კმ-ში, Mag=4.6- მიწისძვრის შემდგომი განტვირთვის პერიოდი
    2. 17.03.2015, სადგურიდან 181კმ-ში, Mag=3.8
    3. 21.03.2015, სადგურიდან 123კმ-ში, Mag=3.6
    4. 24.03.2015, სადგურიდან 61კმ-ში, Mag=4

    დანართში ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.

  4. ლაგოდეხი
    სურ.23. ლაგოდეხის ჭაბურღილზე, წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის იანვრის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში

    სურ.24. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ლაგოდეხის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა და მის შემდგომ პერიოდში:
    1. 17.01.2015 სადგურიდან 570კმ-ში, Mag=4.6
    2. 26.01.2015 სადგურიდან 227კმ-ში, Mag=4.9 -მიწისძვრის შემდგომი განტვირთვის პერიოდი.

    სურ.25. ლაგოდეხის ჭაბურღილზე, წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის თებერვლის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.

    სურ.26. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ლაგოდეხის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა პერიოდში:
    1. 09.02.2015 სადგურიდან 588კმ-ში, Mag=4.1
    2. 15.02.2015 სადგურიდან 370კმ-ში, Mag=4.1
    3. 26.02.2015 სადგურიდან 201კმ-ში, Mag=3.6

    სურ.27. ლაგოდეხის ჭაბურღილზე, წყლის დონის, ატმოსფერული წნევისა და მიმოქცევის ვარიაციები 2015 წლის მარტის თვის პერიოდისათვის. ამ პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა მიწისძვრის წინა პერიოდში.

    სურ.28. გრაფიკზე აღნიშნულია დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ლაგოდეხის სადგურზე შემდეგი მიწისძვრების წინა პერიოდში:
    1. 13.03.2015 სადგურიდან 201კმ-ში, Mag=3.6
    2. 29.03.2015 სადგურიდან 154კმ-ში, Mag=3.7

    დანართში #5 ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.

3.4. რეგიონალური გეოდეფორმაციული და სეისმური ველების ცვლილებების და მათი ურთიერთ-გავლენების შესწავლა.
გეოდინამიკური ველის სურათის აგების მიზნით ხდება რეჟიმული მასალიდან ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობების გადაანგარიშება ერთიან დაძაბულობის ველად სპეციალიზირებული პროგრამის მეშვეობით. ამ ველის დროში და სივრცეში ევოლუცია დარდება ამავე პერიოდში დაფიქსირებული მიწისძვრებით გამოწვეულ სეისმური ველთან (იხილეთ 3.2). ეს ანალიზი საშუალებას გვაძლევს სეისმური რისკის შესახებ ეფექტური და საიმედო ინფორმაცია მივიღოთ (დანართი 4).

დანართი

Anomalies