×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები

ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხელის ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის ერთეულს. ცენტრი ორიენტირებულია შესაბამისი თემატიკის კვლევების განხორციელებაზე, გამოცდილების გაღრმავებასა და სრულყოფაზე. ასევე, არსებული ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემაზე.
საქართველო, მისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდიდარია წყლის რესურსებით, რომელთა ათვისება და ყაირათიანი გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ანთროპოგენული და ბუნებრივი (მათ შორის კლიმატური) ფაქტორების ზეგავლენის გამო, რაც გამოიხატება მათი ხარისხსის გაუარესებასა და რაოდენობის შემცირებაში.
ამის შეჩერების ერთადერთ გზად მიგვაჩნია მიმდინარე ჰიდროგეოლოგიური პროცესების  შესწავლა კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, გარემოსი პროცესების განვითარების სივრცულ-დროითი მოდელირებით, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს მიწისქვეშა წყლების რესურსების (მათ შორის თერმული) შეფასება, მათი ეკოლოგიურად გამართლებული ექსპლოატაციის რეჟიმის შერჩევა, გარემოს ტოქსიკური და რადიაციული დაბინძურებისა და მისი კანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა, ჰიდროგეოლოგიური, გეოდინამიური პროცესებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი მათი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
ცენტრი ეწევა შემდეგ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას:

News
Anomalies